top of page
Search

ჟანგბადი და ღვინო. მიკრო-ოქსიგენაციის როლი

  • groupenoline
  • 6 days ago
  • 1 min read

მიკრო-ოქსიგენაცია გულისხმობს ღვინოში ძალიან მცირე რაოდენობით ჟანგბადის შეყვანას უწყვეტ რეჟიმში. ის ჩვეულებრივ იზომება ჟანგბადის მილილიტრით ლიტრზე თვეში (მლ/ლ/თვეში) შეტანით ღვინოში.


მიკრო-ოქსიგენაციის მთავარი მიზანია ტანინების დარბილება, ფერის სტაბილიზაცია, არომატების წარმოჩენა, დაჟანგვიანობის შემცირება, სისავსის შეგრძნება, მუხის კომპონენტების ინტეგრაცია, დავარგების პერიოდის დაჩქარება და არასასურველი არომატის შემცირება. ის შეიძლება განხორციელდეს დუღილამდე, დუღილის დროს, დუღილის პიკის შემდეგ, ალკოჰოლური დუღილისა და მეორად დუღილს შორის და მეორადი დუღილის შემდეგ დავარგების პროცესის დახვეწის მიზნით.


1 ფაზაში, ალკოჰოლურ დუღილამდე, შეგვიძლია მნიშვნელოვნად შევამციროთ ადვილად დაჟანგვადი ნივთიერებების რაოდენობა. როგორებიცაა ფენოლ-მჟავები, რაც საშუალებას გვაძლეს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ღვინის არომატული პოტენციალი და შევამციროთ სულფიდაციის დოზები.


2 ფაზაში, ალკოჰოლური დუღილის დასაწყისს, შეგვიძლია ხელი შეუწყოთ საფუვრების გამრავლებას რაც, ალკოჰოლური დუღილის სრულყოფილად ჩატარების გარანტია.


3 ფაზაში, ვაშლ-რძემჯავა დუღილამდე, შეგვიძლია ვიმუშაოთ ფერის სტაბილიზაციაზე.


4 ფაზაში, დავარგების პერიოდში, აქცენტი კეთდება ტანინების დარბილებაზე და მუხის კომპონენტების სრულ და სწრაფ ინტეგრაციაზე.


5 ფაზაში, ბათლებში ჩამოსხმამდე, შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მოგუდული ტონები და გავზარდოთ ღვინის დაცვის უნარი მომავალში მსგავსი ტიპის ტონების წარმოქმნისგან.


როგორ დავამატოთ ჟანგბადი ღვინოს ?


გთავაზობთ მიკრო-ოქსიდატორების ფართო გამას.



 
 
 

Comments


599958080​

599890094

შპს ენოლაინ გრუპ. თორნიკე ერისთავის 1, თბილისი, საქაეღველო

  • Facebook
  • Youtube
  • Whatsapp
bottom of page